სიახლეები
სკოლები

„მითებისა და ისტორიების ჩურჩული“ - ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტზე იმუშავეს
04-06-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. 

eTwinning-ის პროექტი სახელწოდებით „მითებისა და ისტორიების ჩურჩული“, შემუშავდა თურქეთში, იალჩინ დელიკანის საშუალო სკოლაში, კაისერიში მასწავლებელ იაგმურ აკბულუთის ხელმძღვანელობით. 

აღსანიშნავია, რომ eTwinning-ის პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება. აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა. 

პროგრამა დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს. 

ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს პანსიონურ და საგანმანათლებლო მომსახურებას, 2023-24 სასწავლო წელს ოფიციალურად ჩაერთო eTwinning-ის საგანმანათლებლო ქსელში.

მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში ქართული ენისა და ქართული ჟესტური ენის კათედრის ინიციატივით განხორციელდა საერთაშორისო პარტნიორული პროექტი: „მითებისა და ისტორიის ჩურჩული“(whisper of myth and history), რომელიც თავისი შინაარსით ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემებს უკავშირდებოდა:

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
  • კულტურული მრავალფეროვნება. 

როგორც ცნობილია, განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. თითოეული მათგანი ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მოქალაქეობრივი მოვალეობებისა და უფლებების გააზრებას.

პროექტში ჩართულნი იყვნენ ქართველი, თურქი, ბულგარელი, პოლონელი მოსწავლეები და მასწავლებლები.

ქუთაისის N45 საჯარო სკოლიდან მონაწილეობდა VI-IX კლასების 7 მოსწავლე. პროექტის მსვლელობას აქტიურ მხარდაჭერას უწევდა სკოლის ადმინისტრაცია, ჟესტური ენისა და ინგლისური  ენის თარჯიმნები.

პროექტის მიზანი იყო პარტნიორ სკოლებთან კულტურული გაცვლითი აქტივობების განხორციელება; მოსწავლეთა კომუნიკაციისა და პრეზენტაციის  უნარების გაუმჯობესება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასების ხელშეწყობა.

აქტივობები  მაქსიმალურად იყო მორგებული სსსმ მოსწავლეთა შესაძლებლობებს. ბავშვები აქტიურად იყენებდნენ ციფრულ ინსტრუმენტებს, რამაც საგრძნობლად გაზარდა მათი ჩართულობა, ინტერესი და მოტივაცია. 

განხორციელებული აქტივობები:

  •  საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები პარტნიორ მასწავლებლებთან;
  • ლოგოებისა და პლაკატების  კონკურსი (შიდა სასკოლო და პროექტში ჩართულ სკოლებს  შორის);
  • საინფორმაცო შეხვედრები მოსწავლეებთან: პროექტის მიზნების გაცნობა; მითის ჟანრობრივი მახასიათებლებისა და მითოლოგიური სიმბოლოების გაცნობა;
  • ქართული მითებისა და ლეგენდების წაკითხვა ჟესტურ ენაზე  უცხოელი თანატოლებისთვის და ვიდეორგოლის შექმნა ინგლისური სუბტიტრებით;
  • ჟესტური ენის თარჯიმნის ასისტირებით თურქული, რუმინული და პოლონური  მითების გაცნობა: ადაპტირებული მითების წაკითხვა, ანიმაციების ჩვენება;
  • „წიგნის მსოფლიო დღის ლექსი“ ზუმპადზე“. 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წიგნის მიმართ პოეტური განწყობილების გამოხატვა და თითოეული  სკოლის მოსწავლეების მიერ ერთი სტროფის შექმნა (მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, რომლის საშუალებით, საკვანძო სიტყვებით დააგენერირეს ერთი სტროფი წიგნის შესახებ);
  • თურქი კომიკოსის ნასრედინ ჰოჯას შემოქმედებიდან ერთი-ერთი ხუმრობის ამორჩევა, როლური თამაში და  ვიდეორგოლის შექმნა საერთო კოლაჟის შესაქმნელად;
  • მაისში, eTwinning-ის საერთაშორისო კვირეულის აღნიშვნა სკოლაში და სლოგანების მოფიქრება მოსწავლეების  მიერ;
  • „ერთობლივი ამბავი ჩვენს ქალაქებზე, კვებაზე და კულტურაზე“. storyjumper-ის საერთო ელექტრონული წიგნის შექმნაში მონაწილეობა და ვირტუალური მოგზაურობა პროექტის მონაწილეების მშობლიურ ქალაქებში;

ინდივიდუალური აქტივობები:

პროექტში მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხორციელებინათ ინდივიდუალური აქტივობები და გაეზიარებინათ შედეგები უცხოელი პარტნიორებისათვის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით:

  • მოსწავლეებმა იმუშავეს canva-ს ციფრულ რედაქტორში და შექმნეს ვიდეორგოლი: „მოგზაურობა დროსა და სივრცეში“. ეს არის რუმინელი, პოლონელი და თურქი მითოლოგიური გმირების შეხვედრა კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული უცნობი ძმის- ამირანის გასამხნევებლად;
  • პროექტის დასასრულს, შესწავლილი მითების გასახსენებლად, მოსწავლეებმა შეასრულეს Learning App-ში შექმნილი ტესტი: „ამოვიცნოთ მითოლოგიური გმირები ეროვნების მიხედვით“. 

პროექტის გუნდის წევრებს შორის ურთიერთობა მეგობრული და თანამშრომლობითი იყო. ისინი ერთობლივად მუშაობდნენ პროექტის საერთო მიზნების მისაღწევად, იზიარებდნენ პასუხისმგებლობებს. პროექტის ხელმძღვანელმა, იალჩინ დელიკანის საშუალო სკოლის თურქმა მასწავლებელმა იაგმურ აკბულუთმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია გუნდის ახალ წევრებს, გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება. მისი მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამაღლებდა ახალბედა მასწავლებლების მოტივაციას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივით, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია გაშუქდა თურქულ მედიაში (ონლაინ ჟურნალი და ასევე გაზეთი Kayseri), რომელშიც წარმოჩენილი იყო მათი წვლილი პროეტის წარმატებაში.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტმა „მითებისა და ისტორიების ჩურჩული“ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა სსსმ მოსწავლეებს:

  • მათ გააცნობიერეს, რომ თითოეული ქვეყნის მითები და ლეგენდები  მათი კულტურული იდენტობის ნაწილია;
  • გაუჩნდათ საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის სურვილი;
  • გაუუმჯობესდათ  კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემისა და შემწყნარებლობის უნარები;
  • გამოსცადეს თანამშრომლობითი სწავლების სარგებელი;
  • შეიძინეს უფრო მეტი თავდაჯერებულობა  კომუნიკაციისას;
  • ეფექტურად გამოიყენეს სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტის შესაძლებლობები. 

პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები: იხილეთ ბმული 

სტატის პროექტის შესახებ თურქულ მედიაში: იხილეთ ბმული 1, ბმული 2

იხილეთ ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება