| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, მუსიკის მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით და დირექციის თანადგომით (ნინო მერებაშვილი, თინათინ თვაური, იზა კალომლეწავი), მუზეუმებში ექსკურსია მოეწყო.
აქტივობა მოსწავლეებში საგანმანათლებლო გამოცდილების შეძენას, მუსიკის საგნის მიმართ დაინტერესებას და შემოქმედებითი უნარების გაღრმავებას ემსახურებოდა. მოსწავლეებმა, პირველ რიგში, ხალხური საკრავების მუზეუმი მოინახულეს, სადაც მოისმინეს საკრავების ისტორია და ჟღერადობა.
შემდეგ კი გადაინაცვლეს ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში. მოსწავლეები მის ბიოგრაფიას გაეცვნენ. ასევე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან.
შეხვედრის ბოლოს კი, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა აქტივობები. მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი თუ, როგორ ქვეყანაში უნდათ იცხოვრონ და დახატეს დროშა - „ლაღი ბავშვობა“.
„შეიძლება ითქვას, რომ მეტად საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე იყო ჩვენი პატარებისთვის.
ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობიან, ლაღ და საინტერესო ემოციებით დატვირთულ ბავშვობას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა