სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები დეკორატიულ მცენარეთა სანერგეს სტუმრობდნენ
03-06-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, ქიმიის მასწავლებლის - ცისანა ქოქოსაძის ორგანიზებით, X კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფის - „21 საუკუნის“ წევრებს წარმოადგენენ, თბილისში იმყოფებოდნენ. ისინი „გარდენია შევარდნაძეს“ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეზოს სილამაზემ მოლოდინებს გადააჭარბა. მოსწავლეები სანახაობით მოხიბლულები იყვნენ, მათ „გარდენია შევარდნაძის“ შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს და ერთმანეთს გაუზიარეს. 

სკოლაში გასვლით ვიზიტსა და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებს შემდეგნაირად აღწერენ:

„ფერად-ფერადი ვარდები, ტიტები, აზალიები, ფორზიციები, გლიცინიები, გლადიოლუსები, პიონები, ქრიზანთემები ფლორის სამყაროს მოგატარებთ. ბაღში ყვავილობს ზამბახების უნიკალური კოლექცია. აქვეა პატარა სანერგე, სადაც შეგიძლია, ქოთნებით შეიძინო ცისფერი და თეთრი კესანეები, ზიზილები, ბეგონიები, ასევე ბოლქვები და ყვავილის თესლი. 

პატარა კაფეში ვანილისა და დარიჩინის სურნელი ტრიალებს -  ცხვება ვაშლის, ალუბლის,  ნიგვზისა და ფორთოხლის კექსები, ასევე უგემრიელესი ხაჭაპური; შემოგთავაზებენ გურულად შესუნელებულ მკვახე პომიდორს, მჭადსა და ყველს - ამას ზურას სადილი ჰქვია. გაგიმასპინძლდებიან ქაცვის, ალუბლის, ატმის ნატურალური წვენებით, ნაყინით, ყავით; აქვე  იყიდი ნატურალურ თაფლს, მურაბებსა და არომატულ ჩაის ზურა შევარდნაძის გურიის მამულებიდან. 

ყველაზე საინტერესო კი ის აღმოჩნდა, რომ ზაფხულის დღეებში, ხუთშაბათობით, გარდენიას ტერასაზე სამეჯლისო ცეკვების საღამოები იმართება. ასე რომ, ჯგუფის წევრები ამრიგად ცდილობენ ამ გასაოცარი ბაღის შესახებ ინფორმაციები გაავრცელონ, რათა ხელი შეუწყონ მის მარადიულ მემკვიდრეობად ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავნენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება