სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემეცნებითი აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი - წალენჯიხის N2 სკოლაში ბიოლოგიისა და ფიზიკის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა 
20-05-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ბიოლოგიის პედაგოგ მედეა როგავასა და ფიზიკის პედაგოგის - მანანა ნაჭყებიას თანამშრომლობით, ბიოლოგია-ფიზიკის ინტეგრირებული, ცოდნაზე გათვლილი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა: „სასუნთქი სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, წნევა და დიფუზია“, გახლდათ.

მოსწავლეებმა სუნთქვასთან დაკავშირებული მოდელების გამოყენებით ისაუბრეს ფიზიკის კანონზომიერებებზე, რომლებითაც განპირობებულია ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესები, ასევე ახსნეს თუ რა როლს ასრულებს დიფუზია ფილტვის ალვეოლებსა და ქსოვილებში აირთა ცვლის პროცესში.

ფილტვის მოდელირებით წარადგინეს სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული პრეზენტაცია შემდეგი თემებით:

  • სტრუქტურა და ფუნქცია;
  • ჯანმრთელობა და დაავადება;
  • სასიცოცხლო თვისებები;
  • ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა;
  • სისხლის მიმოქცევის წრეები;
  • აირთა ცვლა.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება