სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 სკოლის ისტორიის წამყვანი პედაგოგი ნატა თეთვაძე საგანმანათლებლო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა
20-05-2024
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი, სხვადასხვა მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან, მიღებულ გამოცდილებას კი მოსწავლეებს ენთუზიაზმით უზიარებენ.

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია ისტორიის წამყვანი პედაგოგი ნატა თეთვაძე. ის სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსში, 25 და 26 აპრილს ჩატარებულ ეკოტურის კვირეულში მონაწილეობდა.

კვირეულის თემა „განათლება საზღვრების გარეშე“ გახლდათ.

პედაგოგმა - ნატა თეთვაძემ ერევნის, მხითარ სებასტაცის სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს გააცნო საქართველოს კუთხე-სვანეთი. მან პრეზენტაციაზე სვანეთის კუთხის ღირსშესანიშნაობები და ასევე, N103 საჯარო სკოლის მოსწავლეების კომპლექსური დავალებების შესრულებული ნამუშევრები წარადგინა.

„კოლეგები დაინტერესდნენ დავალების სტრუქტურით. გაეცნენ რას ემყარებოდა, რა პრინციპებზე იყო დავალება აგებული, რა მნიშვნელობა ჰქონდა ცნებებით სწავლას, როგორ ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე გასვლა. რატომ გამოიყენება კომპლექსური დავალებები როგორც შეფასების ინსტრუმენტი. თავის მხრივ, ქ.ერევნის მხითარ სებასტაცის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები“, - გვიყვებიან სკოლაში.

საინტერესო იყო მათი წარდგენილი მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს მოგზაურობით ასწავლიდა საკუთარი მხარეების ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

აღნიშნულ დღეს, დაისახა სამომავლო გეგმები. მასპინძლებს აქვთ საზაფხულო და ზამთრის ბანაკები, სადაც დაპატიჟეს N103 სკოლის მოსწავლეები.

„ისინიც დაგვპირდნენ, რომ გვესტუმრებიან. შევთანხმდით, რომ მუდმივად გაიმართება მოსწავლეებისა და მასწავლებელების საგანმანათლებლო კონფერენციები გამოცდილების გაზიარების მიზნით“, - ამბობენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მასპინძელი მხითარ სებასტაცის სკოლის მთელს კოლექტივს და დირექტორს - აშოტ ბლიანს დიდ მადლობას უხდის. ასევე მადლობას უხდიან თბილისის N103 სკოლის დირექტორს - არჩილ ჩხაიძეს.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგზურს, ქ.ერევნის მხითარ სებასტაცის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - რინა შაგინიანს. ქ.თბილისის N103 სკოლის დირექტორს ბატონ არჩილ ჩხაიძეს თანადგომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება