სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლის წინაკვერკვეს განყოფილების მოსწავლეებმა „იავნანამ რა ჰქმნა“ სპექტაკლად აქციეს
20-05-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლების: დალი წულიაიას და თებია კიკალიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის წინაკვერკვეს განყოფილების პირველი-მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეცოცხლებინათ ეპიზოდი ი. გოგებაშვილის ნაწარმოებიდან - „იავნანამ რა ჰქმნა“. 

პედაგოგებმა კლასში პოზიტიური გარემო შექმნეს, რათა მოსწავლეებს ერთობლივად ჩამოეყალიბებინათ მიზანი, მათ იმუშავეს სცენარზე, გაინაწილეს როლები, გააცოცხლეს პერსონაჟები, გამოხატეს განცდები და ემოციები.

აღსანიშნავია, რომ ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - თებია კიკალიშვილიმა, მოსწავლეებს განუმარტა უღრანი ტყისა და საცალფეხო ბილიკის მნიშვნელობა.

როგორც სკოლაში აფასებენ, ამ ყველაფერმა ხელი შეეწყო ურთიერთთანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას. ჯგუფის წევრებმა აღიქვეს, რომ მათი წარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება