„გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“- საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
13-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა ნათლად გაიაზრონ. ამ მიზნით კი, არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან კი, VII და IX კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიაში ერთობლივი ღონისძიება გამართეს. მისი თემა იყო „გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ პლანეტის დაცვაში საკუთარი როლი გამოყვეს, საინტერესოდ ისაუბრეს და პლანეტის მოფრთხილებისკენ ყველას მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი თამარ თეთრაშვილი გახლდათ.