| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგები, დირექტორის - ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან.
22 აპრილს მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად დედამიწის დღე აღინიშნება. ადამიანები ამ დღეს ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო: ერთად იზრუნონ, მოუფრთხილდნენ, მოუარონ დედამიწას.
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მრავალფეროვანი აქტივობებით ჩაერთნენ კამპანიაში.
ბუნების მასწავლებლის - ია ულუმბელაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება, ის ჩვენი სახლია“. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მშობელთა აქტიური მხარდაჭერით დარგეს უამრავი ხე-მცენარე და ყვავილი.
ეკოაქტივობებში მონაწილეობდნენ სკოლა „ცოდნას“ I ბ/გ კლასები (დამრიგებლები: ნინი წერელოვი, ნათია მესხიშვილი); IIა/ბ/გ კლასები (დამრიგებლები: თიკო ბლიაძე, ესმა თევზაძე, ირინა დოლიძე); III ბ/ გ კლასები (ხელმძღვანელები: ლია ბაზაძე, თამარ გოზალიშვილი); IV/ბ კლასი (დამრიგებელი სალომე ქევხიშვილი) და Vა/ბ კლასები (დამრიგებლები: დარეჯან ცხომარია, ია ულუმბელაშვილი).
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და ამავდროულად სახალისო აღმოჩნდა, მათ გაითავისეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
„ეს ყველაფერი მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გარემოსადმი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, რაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა