სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციას საინტერესო პროექტის დახმარებით ეცნობიან 
30-04-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. სწორედ ამ მიმართულებით, ბავშვები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი მონაწილეობენ საინტერესო პროექტში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ პროფესიის სწორად არჩევაში მოზარდების დახმარება გახლავთ.

„ხშირად ადამიანები/მოზარდები არასწორად ირჩევენ პროფესიას, რის გამოც გვყავს არაპროფესიონალთა, დაუსაქმებელთა დიდი რაოდენობა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის აგრეთვე ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბების (ხელმძღვანელები: ელისო მაწკეპლაძე, ნათია ხორხომელიძე) მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებულმა მოზარდების საჭიროებების კვლევის ანალიზმა გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 65% ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ირჩევს მომავალ პროფესიას, 56%-ს სურს, მეტი შეიტყოს სხვადასხვა პროფესიის შესახებ, ისინი ხალისით ჩაერთვებიან პროექტში, რომელიც დაეხმარება პროფორიენტაციაში“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით დაგეგმილი პროექტის მიზანი გახლდათ:

1.მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში, მისცეს ინფორმაცია საკუთარი თავის, შრომითი ბაზრის, საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.

2.გაერკვნენ, აქვთ თუ არა სასურველი პროფესიისათვის საჭირო მონაცემები და შემდგომში სწორად აირჩიონ საკუთარი პროფესია.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში მოზარდები ესტუმრნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხუთი სკოლის წარმომადგენლები -  ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო, ქალაქ ქუთაისის N26 საჯარო და აფხაზეთის N5 საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

შეხვედრებმა ძალიან საინტერესოდ და ეფექტურად ჩაიარა. მოსწავლეებმა მოისმინეს იმ პროფესიების, ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ეს ორი უმაღლესი სასწავლებელი სთავაზობს აბიტურიენტებს.

აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

„მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამას, ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბს "თაობათა დიალოგი" (RICDOG) ფინანსური მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება