სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-04-2024
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსსა და პროექტში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, ბავშვები პროექტში - „ქართული კალიგრაფია - 2024“ ჩაერთნენ მონდომებით.

აღნიშნული პროექტი ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდისა და წალენჯიხის რესურსცენტრის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კოლეჯ ცხუმ-ეგრისისა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მხარდაჭერით,  საგანმანათლებელო ცენტრის - მ.ე.ს (მამული, ენა, სარწმუნოება) შემუშავებული გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია ქართული ცნობიერების, ქართული ეროვნული ღირებულებების განვითარების ხელშეწყობა და სარწმუნოებრივი გრძნობების გაღვივება მომავალ თაობებში.

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილთან ერთად ქართულ ხელწერაში ივარჯიშეს.

კონკურსის დღეს 6-7 აპრილს, კონკურსანტებს ადგილზე მიეცათ დავალება- ნაბეჭდი ტექსტის ხელით გადაწერა, სადაც აფხახეთის N14 სკოლის მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

14 აპრილს, დედაენის დღეს სკოლის მოსწავლეებს კალიგრაფიული ნაშრომისა და კონკურსში „ქართული კალიგრაფია 2024“ აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.

სკოლაში მადლობას უხდიან კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს: დიანა ზანძავას, საკო შარიას, ნუციკო შამათავას, ლიზი ჯინჯოლიას, ელიზაბედ ესართიას, გიორგი დუმბაძეს, ომარ კვიტიას, მარიამ ანთიას, ნიაკო შამათავას, ნია აკობიას, თამარ ფეტელავას, ლიზი ძანზავასა და ელენე ხარჩილავას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში ყოველთვის მხარს უჭერენ და ახალისებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება