სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაშვილობა - საოცარი ზღაპარი“ - მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-6 კლასელთა ემოციური ღონისძიება
30-04-2024
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, არაერთ საინტერესო, შემეცნებით აქტივობას სთავაზობენ.

მათ შორის იყო ლამაზი და ემოციებით დატვირთული ღონისძიება „დედაშვილობა - საოცარი ზღაპარი“, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დედაშვილობას, ამ აღვთივკურთხეული ფენომენისადმი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას მიეძღვნა. 

ღონისძიება VI კლასში, მასწავლებელ ლია ჩიტიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს - ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. 

„მოსწავლეები საოცარი მღელვარებითა და გულწრფელობით წარმოთქვამდნენ ლექსებსა და ასრულებდნენ სიმღერებს. ემოციებს ვერ მალავდნენ მშობლები, როცა თვითონაც ლექსებით ეფერებოდნენ შვილებს. ამ ლამაზი დღის აქტიური მონაწილე კი თვითონ ლია მასწავლებელი იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, მსმენელი... ყველას  დედაშვილობის უწყვეტი კავშირისადმი მადლიერების გრძნობის გამოხატვა აერთიანებდა.

საგანგებოდ მორთულ, მოჩითულ დარბაზში, სადაც კედლის ერთი ფრესკიდან დედათაშორის უპირველესი დედის  - ღვთისმშობლის - მოწყალე მზერა ეფინებოდა, დედაშვილობის მადლი ზეიმობდა“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება