| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.
22 აპრილს, სკოლის ეკოკლუბელები, ჩოხატაურის მერიის ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციას, სახელწოდებით - „დედამიწისთვის“, შეუერთდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინიციატივის მიზანი იყო აქციაში ჩაერთოთ მუნიციპალიტეტში არსებული სკოლები, რომლებიც შეაგროვებდნენ მაკულატურას.
ჩხაკოურას საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა შეაგროვეს გარკვეული რაოდენობის მაკულატურა, რომლის ტრანსპორტირება უზრუნველყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ სკოლას გადაეცა ოთხი ცალი წიგნი, კლასგარეშე ლიტერატურა, რომელიც ეკოკლუბელების სახელით სამახსოვროდ გადაეცა ჩხაკოურას საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.
კლუბის წევრებმა დანარჩენ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს აღნიშნული ლიტერატურა. აღნიშნული აქციით კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნეს ეკოკლუბელებმა სკოლის ბიბლიოთეკა, რომელზეც ხელი მიუწვდება სასკოლო საზოგადოებასა და თითოეულ ბავშვს.
„მსგავსი აქტივობების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა გავუფრთხილდეთ ტყეს. პატარაობიდანვე სწავლობდეს ბავშვი ტყის მოვლასა და გაფრთხილებას. ასეთ აქტივობებში ჩართვა უღვივებს ბავშვს, როგორც გარემოზე ზრუნვის სურვილს, ასევე, წიგნის კითხვის ინტერესსაც უჩენს. თუნდაც გადარჩენილი ერთი ძირი ხე, ხვალინდელი ჯანსაღი სამყაროს საწინდარია“, - აღინიშნა სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჩართულობას ხელმძღვანელოდა პედაგოგი ნათელა ირემაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მოსწავლეებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას