| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. რასაკვირველია, სკოლაში აღინიშნა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეც.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3ბ კლასის დამრიგებლისა და დაწყებითების პედაგოგის - შორენა ჯიქიას ხელმძღვანელობით მოეწყო აქტივობა - „გიყვარდეს წიგნი“.
მოსწავლეებმა ლექსებით გაალამაზეს დღე და და უკვე ტრადიციულად, ერთმანეთს აჩუქეს წიგნები, ამით შეუერთდნენ გლობალურ კამპანიას - „აჩუქე წიგნი“, ღონისძიების დასასრულს კი, განაახლეს ქალაქის სკვერში განთავსებული წიგნის თარო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების წევრები და მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.
ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მოსწავლეებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას