| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
ახლახან, კლასგარეშე ღონისძიებების ფარგლებში, გიმნაზიის მე-6ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი შორენა ოქრიაშვილი) პედაგოგ ნინო ბალაშვილთან ერთად, მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ.
მათ იხილეს ცნობილი ამერიკელი მწერლის ო'ჰენრის მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლი, სახელწოდებით „წითელკანიანთა ბელადი“.
მოსწავლეები დიდი ემოციებითა და შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
მსგავსი კლასგარეშე აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება, რაზეც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა