სიახლეები
სკოლები

„ჰაგიოგრაფიის სწავლების საკითხისათვის თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“-იფარის საჯარო სკოლის პედაგოგ ირმა ივანიაძის საინტერესო სტატია
26-04-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი მათგანი ირმა ივანიაძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის კომპეტენტური აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. 

ამჯერად, მან საინტერესო სტატია მოამზადა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჰაგიოგრაფიის სწავლების საკითხისათვის თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები უკვე კარგა ხანია ისწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეებში, საჯარო თუ კერძო სკოლებში. ჯერ კიდევ საბჭოთა სკოლა ამ საკითხს წყვეტდა, ასე რომ ვთქვათ, ჰაგიოგრაფიის სასარგებლოდ. ცალკე თემაა, სწავლების რომელ საფეხურზე შეეთავაზებოდა იგი მოსწავლეს, მაგრამ მთავარია, რომ მას ეკავა საკმაოდ სოლიდური ადგილი ლიტერატურის გაკვეთილებზე და ასე მოვყვებით დღემდე.

უკანასკნელ ხანს, დაისვა კითხვის ნიშანი მის მიმართ და ითქვა, რომ უმჯობესია, შეიცვალოს მისი სწავლების ფორმა და, საერთოდაც, გადაეხედოს მას, რაც, ბ-ნ გია მურღულიას განმარტების მიხედვით, ალბათ გულისხმობს მის შემცირებას. ვთქვათ, თუ ისწავლება, სიტყვაზე, სამი ნაწარმოები, ისწავლებოდეს ორი, ანდა ისწავლებოდეს სამივე მათგანი, ოღონდ შეკვეცილი სახით, ანუ შემოკლებით.

მარტივად რომ აღვწეროთ საქმის ვითარება, თუ საერთოდ რატომ დადგა საკითხი ასე, მიზეზთა ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ჯერ ერთი, რთულია ძველი ქართული ენით შედგენილი ტექსტების გაგება- გააზრება; მეორეც, ახლანდელი მოსწავლის აზროვნება, გნებავთ, მისი ოცნება- მისწრაფებები თუ შეხედულებები სულ სხვაა და ისინი თანხმობაში აღარ მოდის ჰაგიოგრაფიასთან...; მესამეც, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა - უკეთესი იქნებოდა მათი ჩანაცვლება უფრო თანამედროვე ტექსტებით.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ სრულიად განსხვავებულ შეხედულებას: ჯერ ერთი, ძველი ქართული ენა არაა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენისგან იმდენად დაშორებული, რომ ის ვერ გაიგოს ქართული სინამდვილით გარემოცულმა მკითხველმა, ამ შემთხვევაში, მეათე კლასელმა მოსწავლემ, თავის მასწავლებელთან ერთად, მით უფრო, რომ სახელმძღვანელოებში არსებობს ცალკეულ სიტყვათა მნიშვნელობითი თარგმანებიც. ამასთან, თვითონ ტექსტების ადაპტირებული ვერსიებიც, თუ ეს მაინცდამაინც საჭიროდ ჩაითვლება, არ იქნება ძვირადღირებული სიამოვნება ქართულის გაკვეთილებზე. ერთი სიტყვით, ენის არქაულობის გამო სირთულის მომიზეზება არასაფუძვლიანი მაგალითია ამ ტექტებზე უარის სათქმელად. აქვე ხაზგასმით დავსძენთ, რომ სწორედ ეს ე.წ. ენის სირთულე ქმნის ჰაგიოგრაფიას ესოდენ მიმზიდველს. მისით საშუალება ეძლევა მკითხველს, კარგად დაინახოს ენის განვითარების მრავალსაუკუნოვანი სურათი მთელი თავისი სისავსით- გრამატიკული აგებულება, ზმნის სიძლიერე ამ ენაში და კიდევ სხვა თავისებურებანი დაწყებული სწორედ ცურტაველით და დამთავრებული ნებისმიერი თანამედროვე ქართველი ავტორით. ჩვენი მოკრძალებული აზრით, ეს არსებული ქრონოლოგიური ხაზი უწყვეტად წარმოსადგენია ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე ქართულ სკოლებში; მეორეც, თანამედროვე მოსწავლეც, ღრმად გვწამს რა, რომ იგი ჯერ კიდევ მყარად დგას თავის ფესვებზე, ნამდვილად გულისყურით მოეკიდება ჰაგიოგრაფიის შესწავლის საკითხს, თუკი, მას, რაღა თქმა უნდა, კარგად, მართებულად, პედაგოგიური ოსტატობით გადავცემთ ყოველივეს, როცა გაკვეთილი არ იქნება არც მოსაწყენი და არც უმიზნო ან უინტერესო მისთვის; მესამეც, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ლიტერატურისათვის დამახასიათებელი მრავალწახნაგოვნება კვლავ თანამედროვედ წარმოაჩენს ადრეული შუასაუკუნეების თუნდაც ამ ჰაგიოგრაფიის პერსონაჟებს, და რადგან ამაზე დაწვრილებით საუბარი სიტყვას ძალზედ განგვივრცობს, მოკლედ მოგახსენებთ, რომ არც უნდა არსებობდეს, უბრალოდ, არსობრივად ძველი და ახალი ტექსტები. ვიმეორებთ, არსობრივად და არა ქრონოლოგიურად. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მაინც უმჯობესია თანამედროვე ტექსტები, – კი, ბატონო, მაგრამ არა ქართული ლიტერატურის გარიჟრაჟის დაბნელებით!. შესაბამისად, გამოინახოს სხვა გზები და საშუალებები ამ თანამედროვე ტექსტების გაცნობისა და შესწავლის სურვილის შემთხვევაში, რაშიც, რა საკვირველია, ჩვენც დიდი სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას.

დასასრულ, ვინც მაინც ამბობს, რომ რთულია ძველი ქართული ტექსტები, საპასუხოდ კიდევ ერთს მოგახსენებთ: ვისთვის „შუშანიკის წამება“ არის „წამება“ და სირთულე..., ვისთვის ფიზიკა..., ვისთვის ქიმია..., ვისთვის წერა..., ვისთვისაც მათემატიკა..., ვისთვისაც კიდევ სხვა რამ და რა ვქნათ მაშინ?!.

- ცხადია, სისულელეა საკითხის ასე დაყენება!

ქართული ენისა და ლიტერატურის საკეთილდღეოდ დავტოვოთ ჰაგიოგრაფია ისე, როგორც აქამდე იყო. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, თვით კომუნისტებმაც კი თავის დროზე რატომღაც არ ახლეს ხელი ამ ქრისტიანულ ძეგლებს და, სულ ცოტა, უხერხულია, ახლა, ჩვენს დროში, მისი რაღაცნაირად ხელყოფა თუ უგულებელყოფა.                                                         


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

„64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში... ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არჯანსაღადაა ჩამოყალიბებული...“

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„ნამუშევრებში თვალსაჩინოა მათი ფანტაზია, ინდივიდუალობა და ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გადმოცემის უნარი“

მოსწავლეებმა წაკითხულის შესახებ იმსჯელეს და საინტერესო შეფასებები გააკეთეს

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება

ღია გაკვეთილი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებითა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით

 

 

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება