| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამას ადასტურებს გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებიც ამჟამადაც იმართება სკოლაში.
ამჯერად, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის - მარინა ჯიჯავაძის ინიციატივით გაიმართა საზეიმო-სადღესასწაულო წარმოდგენა „გაზაფხული შემოსულა ლენ“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გიმნაზიის დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
სკოლაში, მათ წარადგინეს ლიტერატურული პოეზიის ნიმუშები, შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები და საცეკვაო ნომრები. მათი შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ღონისძიებამ, რომელსაც ესწრებოდა გიმნაზიის დირექცია და მოსწავლეთა მშობლები, ძალიან სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა