სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა იმდენს გვაძლევს, დროა ჩვენც მივცეთ სიყვარული!“ - ​ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა გზავნილი და „გასვლითი დღე ბუნებაში“
23-04-2024
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლიან, ახალგაზრდების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამუნა ბერიძესთან ერთად დაგეგმეს, საინტერესო, სახალისო აქტივობებით სავსე „გასვლითი დღე ბუნებაში“. 

წელს, გარემოსდაცვითი დღესასწაული 54-ედ აღინიშნება და მოიცავს მრავალფეროვან ეკოაქტივობებს. მე-2ბ კლასი მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას აქტიურად შეუერთდა. 

მოსწავლეებმა ზღვასთან მდებარე ქობულეთის პარკში მოაწყვეს სახალისო აქტივობები, თამაშები, გააფერადეს თემატური ნახატები, სახალისო ფერებით, ისეთი როგორიც უნდა იყოს ჩვენი პლანეტა.

„ჩვენი დღევანდელი დევიზია - „დედამიწა იმდენს გვაძლევს, დროა ჩვენც მივცეთ სიყვარული, დათესე - ბედნიერების, იმედის, წარმატებისა და სიყვარულის თესლი, ეს ყველაფერი კი უხვად დაგიბრუნდება- ესაა ბუნების კანონი“,- აღნიშნავენ სკოლაში და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება