სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დაჩი ქარქაშაძემ, ნიკოლოზ კუბლაშვილმა და ზურა ბუსკივაძემ კომპიუტერული თამაშების შექმნის კურსი წარმატებით გაიარეს
23-04-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც თვითგანვიარებაზე ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, ისინი სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლებმა - დაჩი ქარქაშაძემ, ნიკოლოზ კუბლაშვილმა და ზურა ბუსკივაძემ „ჯეოლაბის“ კურსი - „კომპიუტერული თამაშების შექმნა“ წარმატებით გაიარეს. ამის დამადასტურებლად კი, სერტიფიკატები გადაეცათ. 

„ვულოცავთ ახალგაზრდებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ განვითარებას“,-სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ კურსი „თიბისი“ ბანკმა დააფინანსა. მის ფარგლებში, მონაწილეები იმ ძირითად პრინციპებს სწავლობენ, რომელზე დაყრდნობითაც კომპიუტერული თამაშები იქმნება. ლექტორის მომზადებული სასწავლო მასალის მიხედვით კი, Unity-ში კროსპლატფორმულ თამაშებს თავად ქმნიან.

Unity კროსპლატფორმული პროგრამაა, რომელიც, ძირითადად, კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად გამოიყენება. Unity 2005 წელს შეიქმნა, როგორც Apple-ის კომპიუტერებისათვის (OS X) კომპიუტერული თამაშების შესაქმნელი სისტემა. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ის კროსპლატფორმულ სისტემად ტრანსფორმირდა. კროსპლატფორმულობა საშუალებას იძლევა, პროგრამისტის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა თამაშმა სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაოს.

Unity-ს საშუალებით შექმნილი თამაშები, შეიძლება 20-ზე მეტ პლატფორმაზე გაეშვას. მათ შორის, Windows, Android, Mac OS, iOS, Xbox, Wii და ა. შ. ასევე სხვადასხვა ვებბრაუზერში. Unity სხვადასხვა სახის 2D და 3D გამოსახულების იმპორტირების საშუალებას იძლევა (Autodesk 3ds Max, Maya, Softimage, Blender, Modo, ZBrush, Cinema 4D, Cheetah 3D, Adobe Photoshop, Adobe Fireworks). შესაბამისად, Unity-ში შესაძლებელია 2D და 3D თამაშების შექმნა. Unity-ში ინტეგრირებული თაიმლაინი თამაშის შემქმნელებს მნიშვნელოვნად უადვილებს საქმეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება