| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N89 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეულით აღინიშნა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
„კვირეულის მიზანია, მოსწავლეებს გაუღრმავდეთ მშობლიური ენის სიყვარული, ადრეულ ასაკში გაიაზრონ ქართული ენის მნიშვნელობა, გაითავისონ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ღვთივბოძებული განძის სიწმინდის დაცვა, თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ენის, მამულისა და სარწმუნოების წინაშე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, VIა, VIIა და VIIგ კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „ენა დედაა ერისა“.
მათ ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების საკითხებზე, ქართულ ანბანზე, დამწერლობაზე, ენის სიწმინდის დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
15 აპრილს, ბავშვებმა სკოლაში, წარადგინეს და გამოფინეს კედლის გაზეთები და პოსტერები დედაენის დღესთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს ქართული ანბანის განვითარების საფეხურების შესახებ პრეზენტაციები, მოიძიეს და კლასის წინაშე განიხილეს მეტყველებაში ყველაზე ხშირად გამოყენებული ბარბარიზმები.
კვირეული საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას