| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა აქტივობა „გაამწვანე შენი ეზო“ განახორციელეს.
აქციის ფარგლებში, როგორც გვიყვებიან, სულ 50 ძირი მცენარე დაირგო. ბავშვებმა, ასევე დაამზადეს თემატური ბროშურები.
„საკუთარი საქმიანობით შევეცადეთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებში საკუთარი წვლილი შეგვეტანა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობა პროექტის „saving the planet“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი eTwinning პლათფორმაზე ხორციელდება, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სკოლა.
აქტივობის ინიციატორი კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი გახლავთ.
მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა