ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება
19-04-2024
დაკოპირებულია
-
+
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი თემატური ნამუშევრებიც დაამზადეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.