სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა Hellados-ის გმირის როლი მოირგეს და „იანგულის დღიური“ შექმნეს
19-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე სხვადასხვა საინტერესო აქტივობით აღინიშნა.

დედაენის კვირეულის ფარგლებში, VIIა (დამრიგებელი - ფიქრია გიოხელიძე, საგნის მასწავლებელი - თამარ გრიგოლია) და VIIბ კლასებში (დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი თამარ გრიგოლია) ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.

აღნიშნული კომპლექსური დავალების პირობა იყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების - „ჰელადოს“ მიხედვით იანგულის დღიურის შექმნა. მოსწავლეებს მოთხრობიდან უნდა შეერჩიათ სამი მთავარი მოვლენა და იანგულის გადმოსახედიდან და დღიურის ჟანრობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, შთამბეჭდავი ნამუშევრები შეექმნათ.

მოსწავლეებმა დავალების პირობა კარგად გაითავისეს, მოთხრობიდან ძირითადი მონაკვეთები გამოკვეთეს და ისეთი სიტყვები, ფრაზები თუ ეპითეტები შეარჩიეს, რომლებიც პერსონაჟების განწყობას, განცდებსა და ემოციებს ყველაზე უკეთ გადმოსცემდნენ. 

მათ, პროდუქტის სახით, ხელნაკეთი დღიურები წარადგინეს, რომლებიც ილუსტრაციებითა და კომიქსების სახით გააფორმეს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილის გამგე - დალი სილაგაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - სალომე ქობალია, ისტორიის მასწავლებელი - ფიქრია გიორხელიძე და ინგლისური ენის მასწავლებელი - თამთა თუთბერიძე. მათ მასწავლებლისა და მოსწავლეებს ნამუშევრები დადებითად შეაფასეს.

სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება