| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით გამართული ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მე-9 კლასში პროექტი - „ენა დედაა ერისა“ გაიმართა. მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ქართული დამწერლობა“ გამართეს და ისაუბრეს, როდის დაარსდა დედაენის დღე, რა გზა გაიარა ქართულმა დამწერლობამ. ასევე, ყურადღება გაამახვილეს უძველეს წერილობით ძეგლებზე.
ისინი მშობლიურ ენას ლექსებით მოეფერნენ, შექმნეს ფერადი ანბანი, პოსტერები, მოაწყვეს გამოფენა. ბოლოს კი, პროექტი შეაჯამეს.
„მადლობა სასწავლო ნაწილის გამგეს: ქალბატონ ნუნუ კობალაძესა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს: თამილა რიონიძეს თანადგომისათვის“,- ამბობს ღონისძიების ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი ნატალია შოთაძე.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა