სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სითბური ძრავები და გარემო“ - ზემოსურების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
19-04-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. ამას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, დირექტორი - გელა ეზიეშვილი უზრუნველყოფს.

მათ შორის, დედამიწის დღის აღსანიშნავად, ბუნებისმეტყველების საგნობრივ ჯგუფში, ფიზიკაში (საგნის მასწავლებელი - მაია ჩხიკვაძე), პროექტ-გაკვეთილი - „სითბური ძრავები და გარემო“ ჩატარდა. აღნიშნული გაკვეთილის თემა სითბური ძრავები, საწვავის წვა და საწვავის წვის სითბო იყო. ხოლო სამიზნე ცნებები ფიზიკაში: მატერია, ენერგია და ფიზიკური პროცესები. გაკვეთილის ინტეგრირებული საგანი ბიოლოგია გახლდათ.

მოსწავლეებმა, პრეზენტაციის პროგრამაში მომზადებული რესურსის, სახელმძღვანელოს, საკუთარი გამოცდილების დახმარებით, წინარეცოდნაზე დაყრდნობით, მსჯელობითა და გონებრივი იერიშით, ასევე phET ლაბორატორიის გამოყენებით, გამოიტანეს დასკვნა საწვავის წვისას საჭირო სითბოს რაოდენობის, მასასა და საწვავის წვის სითბოზე დამოკიდებულების შესახებ. 

გარდა ამისა, ცხრილის დახმარებით, მოსწავლეები მსჯელობენ, საწვავის წვის კუთრ სითბოს რაობაზე, ასევე გამოიტანეს დასკვნა, თუ რატომ აჭუჭყიანებს გარემოს ყველაზე მეტად ავტოტრანსპორტი.    

გაკვეთილის მსვლელობისას, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი - გიორგი ზამბახიძე, საინტერესოდ ესაუბრა მოსწავლეებს, წვის რეაქციისას ატმოსფეროში CO-ს, ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფისა და მისი თანმხლები მოვლენების შესახებ.

პრეზენტაციის დახმარებით, მოსწავლეები, გაეცნენ გამონაბოლქვის შემადგენლობასა და კანონს „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შესახებ...“, რომელიც ძალაშია, 2019 წლის 1 -ელი იანვრიდან. მოსწავლეები პროგრამის - TINKERCAD.com გამოყენებით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენებას, ასევე ფოტორეზისტორის და ტრანზისტორის გამოყენებით, „ღამის განათების“ პრინციპს დააკვირდნენ.

მათ ისაუბრეს შიგაწვის ძრავების უარყოფით ეფექტზე, კერძოდ, ატმოსფეროში მავნე აირების გამოსტყორცნასა და გლობალურ დათბობას შორის ურთიერთკავშირზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, განიხილეს „ეკობილბორდი“, „მარწყვის ენერგია“, ნიდერლანდებში: „მზის გზა“, მზის პანელები, მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობები, სენსორები.

მათ გაკვეთილის ბოლოს, ისაუბრეს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მოსწავლეებმა შეადარეს წყალბადის წვისას გამოყოფილი ენერგია, სხვადასხვა საწვავს. ისაუბრეს უსაფრთხოების ნორმებსა და ალტერნატიულ გზებზე. მათ სლოგანი - „ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები კაცობრიობის სამსახურში“ გააჟღერეს.

გაკვეთილი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით, წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება