სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი გასვლითი ექსკურსია საჩხერეში
19-04-2024
-
+


აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დედანიეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ისინი საჩხერეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლე-მასწავლებლებმა დააათვალიერეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში. გიდი მათ ესაუბრა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მან, ასევე სტუმრებს დაათვალიერებინა მწერლის სახლ-კარი.

მე-5 კლასელმა მოსწავლეებმა გაითამაშს პიესა, რომელიც შეიქმნა აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ მიხედვით. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეები ასევე სავანეში იყვნენ, სადაც ბავშვობაში, გაძიძავებული იყო აკაკი წერეთელი.

„მოვიხიბლეთ საოცარი ეზოთი და პატარა კოხტა სახლით, სადაც ბავშვობის ბედნიერი წლები გაატარა მწერალმა“,  - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლე-მასწავლებლები, ასევე ესტუმრნენ აკაკი წერეთლის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც დაცულია აკაკის ცხოვრების ამსახველი უამრავი ექსპონატი.

ბავშვები, როგორც გვიყვებიან, გააოცა აკაკი წერეთლის აკვნის ხილვამ.

ამასთან ერთად, მათ მოინახულეს
 V-VI საუკუნის კაცხის სვეტი, რომელიც საოცარია თავისი დიდებულებით.

ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო, რომლითაც ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება