სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები
19-04-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით  არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

მეორე კლასში, რომლის დამრიგებელი ი. ყურაშვილი გახლავთ, ვიქტორინა ჩატარდა და მოეწყო ნახატების, კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა.

მეოთხეკლასელებმა კი, რომლის დამრიგებელი ნ. გიგოლაშვილია შექმნეს ხმოვანი წიგნები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, პირველკლასელებთან, გააკეთეს მათი პრეზენტაცია და გადასცეს საჩუქრად. ისინი, ასევე ესტუმრნენ სოფლის ბიბლიოთეკას. 

ბიბლიოთეკარი ლ. დედაბრიშვილი ბავშვებს ესაუბრა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებასა და ღვაწლზე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებისა და დამკვიდრების საქმეში. ბავშვები გაეცნენ 1912 წელს გამოცემულ „დედაენას“, რომელიც ბიბლიოთეკის საგამოფენო თაროს ამშვენებს.

მესამეკლასელებმა, სკოლაში წარადგინეს ზღაპარი „მოუსვენარი ხმოვანები“, ასევე მოაწყვეს ნახატებისა და ნაწერების გამოფენა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ( თავმჯდომარე დ. შიშმანაშვილი) ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე, სკოლაში, ჩატარდა ლიტერატურული- მუსიკალური კომპოზიცია „ო ენავ ჩემო“.  მოსწავლეებმა მიმოიხილეს ქართული ანბანის წარმოშობის ისტორია, ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, 14 აპრილის დედაენის დღედ გამოცხადების შესახებ, ნახეს ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან.   V – IX  კლასების მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს დედაენასა და სამშობლოზე შექმნილი ქართველი პოეტების ლექსები, წარმადგინეს როლური თამაშები რ. ინანიაშვილის მოთხრობების მიხედვით.

აქტივობის დასასრულს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით მეცხრეკლასელებმა წაიკითხეს გ. ტაბიძის „მშობლიურო ჩემო მიწავ“.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

​შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება