| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის კვირეული აქტიურად მიმდინარეობს.
კვირეული გაიხსნა ეკოკლუბი „ნიამორის“ ღონისძიებით, რომელიც მიეძღვნა დედამიწის დღეს სახელწოდებით: „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“.
ღონისძიება დაიწყო ფლეშმობით. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ყურადღება გაამახვილეს ამ დღის მნიშვნელობაზე, ისაუბრეს გარემოს დაბინძურების უარყოფით გავლენაზე, ნარჩენებზე, მის დახარისხებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღონისძიება მიმდინარეობდა სააქტო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი: ფაქიზო ფანჩულიძე, სკოლის სასწავლო ნაწილი და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი: დალი სილაგაძე, კათედრის ხელმძღვანელი და ფიზიკის მასწავლებელი: ირინა ალავიძე, ბიოლოგიის მასწავლებლები: ნატალია მანდარია და ნანა ლობჯანიძე და გეოგრაფიის პედაგოგი: მზია კუბეცია.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წინასწარ დამზადებულ მუყაოს ყუთებში საკლასო ოთახებიდან შეაგროვეს პლასტმასის, ქაღალდის და მინის ნარჩენები, შემდეგ კი დაასუფთავეს სკოლის ეზო.
აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი VIIIბ, VIIIგ, IXა, Xბ და XIბ კლასების მოსწავლეები.
სკოლაში, ყველა მოსწავლეს გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა