| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება „ო, ენავ ჩემო“ ჩატარდა, რომელშიც სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ცნობილი ქართველი პოეტების დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები და ლამაზი სიტყვებით გაალამაზეს ღონისძიება.
„14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია-დღეს დედაენის დღეა - „ენა არის ის, რაც აერთიანებს ქართველობას, როგორც ერთი იდენტობის მქონე ხალხს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების ორგანიზატორები: ნათია ჯმუხაძე და ნინო შამანაძე გახლდათ.
სკოლაში, მადლობას უხდიან დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა