სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენა - ღვთიური მუზა“- ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაწერი ალბომი შექმნეს
16-04-2024
-
+


ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. 

მის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის წრის წევრებმა ქართული ენის წარმოშობის, განვითარებისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს. გარდა ამია, მათ ლექსები და გამონათქვამები შეარჩიეს, შემდეგ ფურცლებზე გადაიტანეს, მხატვრულად გააფორმეს და ხელნაწერი ალბომი - „ქართული ენა - ღვთიური მუზა“, შექმნეს. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქართული ენა ქართველი ერის სიამაყე და ის განძია, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა გაუქმდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას აკრიტიკებს სახალხო დამცველი და შენიშვნები აქვს სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე

ეროვნულებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან დაიწყება - NAEC

პიროვნება
სკოლები

გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას

 

 

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება