სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ლიტერატურული ღონისძიება მოაწყვეს
16-04-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებიც სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში არიან ჩართულნი. 

ახლახან, მკითხველთა კლუბის წევრები, ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ბაიდოშვილი და მიწვეული სტუმრები ილია ჭავჭავაძის მუზემს ესტუმრნენ.

ვიზიტი 13 აპრილს მოეწყო, მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისით განიხილეს დათო ტურაშვილის -  „ტყეების მეფე” (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე) და ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, წიგნები. 

მე-7 - მე-8 კლასების მოსწავლეებმა საუცხოო ილუსტრაციები, კომიქსები, ნახატები, კროსვოდები და ნამუშევრები წარადგინეს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ რომანს - „ტყეების მეფე“, საფუძვლად დავით აღმაშენებელზე დაწერილი სცენარი დაედო. დათო ტურაშვილის თქმით, თავად აკა მორჩილაძესთან ერთად წერდა სცენარს ფილმისთვის დავით აღმაშენებელზე, რომელიც ირლანდიელ რეჟისორს ნილ ჯორდანს უნდა გადაეღო, თუმცა ვერ მოხერხდა, რადგან ამბავი ირლანდიელი რეჟისორის მიერ დავით აღაშენებლზე ფილმის გადაღების შესახებ გასაჯაროვდა და მოწინააღმდეგეები გაჩნდნენ: „მერე ვთხოვე აკა მორჩილაძეს, რომ მქონდა იდეა რომანის ვერსია დამეწერა ამ მასალების მიხედვით, რაზეც აკა დამთანმხდა, ბუნებრივია“- აღნიშნა მწერალმა.

მოსწავლეებმა ასევე განიხილეს, ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის  რომანი - „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და აღნიშნეს, რომ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

ღონისძიებაზე ისიც აღინიშნა, რომ „ნუ მოკლავ ჯაფარას“, 1962 წლის ამერიკული დრამატული ფილმი გადაღებულია რეჟისორ რობერტ მალიგანის მიერ. ჰორტონ ფუტის სცენარი ეფუძნება ზემოთ თქმულ ჰარპერ ლის 1960 წლის რომანს. ფილმმა მოიპოვა უაღრესად დადებითი მოწონება როგორც კრიტიკოსების, ისე საზოგადოების მხრიდან. მან ბიუჯეტზე ექვსჯერ მეტი გამოიმუშავა. ფილმმა მოიპოვა ოსკარის სამი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (გრეგორი პეკი) და ნომინირებული იყო რვაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმის ჩათვლით.

„თუ როგორი წარმატებით წარიმართა ეს ლიტერატურული დღე დიდი მგონის მუზეუმის ეზოში, ამის შესახებ ისაუბრებს ის ვიდეორგოლები და ფოტოები, რომლებსაც წამოგიდგენთ“, - გვიყვებიან  სკოლაში და გვიზიარებენ იმ ღონისძიების ვიზუალურ მასალას, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვის შესახებ და საიდან მოდის კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

ბაკალავრები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ - საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულ წლებში გაცემულ დიპლომებს ეხება

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

4 სახარებისეული მოვლენა, რომელსაც  დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება