| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, სასკოლო ღონისძიება „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ ჩატარდა, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეები აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ იმღერეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს.
ზეიმს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი მზისადარ ბერიძე.
სკოლა გულითადად ულოცავს სრულიად საქართველოს დედაენის დღეს.
„დაე, იბრწყინოს და იკაშკაშოს ქართულმა ენამ და საქართველომ დედამიწაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
მოსწავლეებმა ღონისძიებით მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება აღნიშნეს და პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურსში წარმოდგენილი ლექსები, პროზაული ნაწყვეტები და ისტორიული თემები