სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენების მართვის შესახებ საინტერესო ტრენინგი გაიარეს
17-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და ცოდნის ამაღლებასა და ახალი გამოცდილების შეძენაზე ზრუნავენ. 

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის თანატოლგანმანათლებლების ორგანიზებით, ჩატარდა თემატური ტრენინგი ნარჩენების მართვის შესახებ. ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თეკლა სოსელია და ვალერი სოსელია, აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროექტში.

მათ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ევროპული სტანდარტით ნარჩენების მართვის იერარქია, სპეციფიკური ნარჩენები, ელემენტების ხელახალი გამოყენება, 3R ინიციატივა, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა და სხვ. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. სესიის ბოლოს ჩატარდა „Kahoot!“ ქვიზის აქტივობა.

ტრენინგი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება