სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში
16-04-2024
-
+


აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა. 

„ეს დღე უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ აუცილებელია ამ დღის მნიშვნელობაზე მომავალ თაობას ცნობიერება ავუმაღლოთ“, - ამ მოტივით, სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს ეს დღესასწაული. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ გაუწია ორგანიზაცია და განახორციელა თითოეულ დღეზე გათვლილი სხვადასხვა აქტივობა.

8 აპრილს, უფროსკლასელებს ჩაუტარდა ჯგუფური სამუშაო, რომელიც ითვალისწინებდა სწორად მეტყველებასა და მართლწერას, აგრეთვე ბარბარიზმებისა და სწორი ფორმების ამოცნობას, გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ, აქტივობას ხელმძღვანელობა მარიამ ადონია გახლდათ. 

10 აპრილს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაერთიანდნენ და დაამზადეს წიგნის სანიშნები, რომელშიც 33 ასო-ბგერასთან ერთად ქართული ხალხური ანდაზები ლამაზად ჩაწერეს, აგრეთვე ამავე დღეს ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამოფინეს თავიანთი ნახატები, რომელიც ამავე თემატიკით იყო შექმნილი. აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ადონია და როზა გვარამია.

11 აპრილს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - ლიანა გვარამიამ ჩაატარა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელშიც გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელები და დაჯილდოვდნენ სიგელებით. ამავე დღეს დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ნატო ზაქარაიამ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარა საინფორმაციო აქტივობა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

12 აპრილს ჩატარდა კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენლები: დარეჯან ჯონჯუა, მარიამ ადონია და ჟანა დანელია.

ღონისძიება დატვირთული იყო ინფორმაციულად, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დედაენას სიმღერები მიუძღვნეს, წარადგინეს წიგნის მაკეტი და ასომთავრულით შექმნილი ანბანი. აქტივობას ხელმძღვანელობდა ეკა დემურია.

ღონისძიების დასასრულს, სასკოლო საზოგადოებამ 1978 წლის 14 აპრილის ქრონიკები ნახა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეულმა ჩაიარა საინტერესოდ და პროდუქტიულად, მასში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი.

სკოლაში, მადლობას უხდიან თითოეულ მონაწილეს კვირეულში ჩართულობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება