| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, პროექტ - „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარება“, ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკარის იამზე აბულაძისა და მკითხველთა კლუბ „აისის“ წევრთა ორგანიზებით „ნორჩ დეკლამატორთა საღამო“, ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა, ბავშვებმა დიდი მონდომებით, მხატვრულად წაიკითხეს ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები.
ბოლოს კი, სკოლის ადმინისტრაციის მიერ დაკომპლექტებულმა კოპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა გამომსვლელები და გამოავლინა საუკეთესო დეკლამატორები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე და სკოლის მასწავლებლები.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა