სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა დედაა ერისა“ -  შთამბეჭდავი ღონისძიება ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში  
15-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Iბ კლასში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სახელწოდებით -„ენა დედაა ერისა“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კლასის დამრიგებლის ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

„დედა ენა“ ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს - ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”, - ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში პატარებმა წარადგინეს პრეზენტაცია, მოეწყო კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები, აღნიშნულ თემატიკაზე.

„გილოცავთ პატარებო, იცოცხლეთ ლამაზი სიცოცხლით, ულევი სიყვარულით, სათნოების დღეებით! დაგებედოთ წარმატება სწავლაში და შრომაში!“,- ასე მიულოცა პედაგოგმა მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი დღე მოსწვალეებს და კიდევ ერთხელ განუმარტა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერისთვის ენის ქონა და მასზე ზრუნვა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება