| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეებმა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი მოინახულეს, სადაც ბევრი ახალი და საინტერესო რამ ნახეს, გაეცნენ დიდი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიას და მის მოღვაწეობას, რამაც თოთოეული მოსწავლის ინტერესი გამოიწვია.
გარდა ამისა, ბავშვებმა ნახეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, რასაც ემოციების გარეშე არც ერთი მათგანი დაუტოვებია.
ამავდროულად, მოსწავლეები გაეცნენ, პედაგოგის - მაია ნიკოლაიშვილის ნამუშევრებს, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ პატარებზე, არამედ ყველა თანამოქალაქეზე.
აღნიშნულ ექსკურსიას ხელმძღვანელობდა პერევის საჯარო სკოლის პედაგოგი, მე-5 კლასის დამრიგებელი ნინიკო სადღობელაშვილი, სკოლა მადლობას უხდის მას ინიციატივისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა