| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
12 აპრილს, VIIა კლასის და VIIგ კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო ციბაძის ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტს ეწვივნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს გეოლოგიური მუზეუმი, სადაც მათ საინტერესო მინი ლექცია ჩაუტარა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ფ. ჯინჯიხაძემ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ულამაზესმა მინერალებმა და ასევე უძველესმა პალეონტოლოგიურმა მასალებმა მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ მომხსენებელმა და პედაგოგმა მოსწავლეთა დასმულ ყველა შეკითხვას, საინტერესო და ამომწურავი პასუხები გასცეს,
დასასრულს, ბავშვებს გაესაუბრა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ც. დავითულიანი. მან ყურადღება გაამახვილა გეოგრაფიის მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში, აჩვენა მათ უნიკალური, საუკუნის წინანდელი რელიეფური რუკები და ხელსაწყოები.
VII კლასის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის თანამშრომლებს და გამოთქვეს სურვილი კვლავ ესტუმრონ უმაღლესი განათლების ამ კერას ქუთაისში.
აღსანიშნავია, რომ VIIა კლასის დამრიგებელი თინათინ აბაშიძე გახლავთ, VIIგ კლასის კი - მედეა დარსაველიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა