| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო უგულავას ხელმძღვანელობით, მეორე და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა ამ დღეს თემატური ღონისძიება მიუძღვნეს.
ქართველი პოეტების ულამაზესი ლექსები, საინტერესო და მრავალფეროვანი ვიქტორინა, მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია, რომელიც ამ დღის მნიშნელობის ერთხელ კიდევ გააზრებას გულისხმობდა და ინეტარქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა - საინტერესო და სახალისო იყო.
ღონისძიების დასასრულს მასწავლებლმა მოსწავლეები, დამსახურებული „ქართული ენის მცველების“ წოდებებით დააჯილდოვა.
„ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე… ქართული ენის სიწმინდის დაცვა უნდა იქცეს თითოეული მოსწავლის მოვალეობად, ისწავლონ, რომ ის ისევე უნდა უყვარდეთ როგორც დედა, ისევე გაუფრთხილდნენ და მოეფერონ როგორც დედას.
გილოცავთ დედაენის დღეს და გისურვებთ, არასოდეს დაგვეკარგოს დედა - ქართული ენა!“,- ეს სულისკვეთება გასდევდა ღონისძიებას.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა