სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი თვალით დანახული ანბანი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
15-04-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, საინტერესო აქტივობა - „ჩემი თვალით დანახული ანბანი“, პედაგოგ ინგა მეტონიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას...“ - ამ სიტყვებით დაიწყო გაკვეთილი, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული. 

როგორც სკოლაში აფასებენ, საოცარი მუხტი და მშობლიური ენისადმი გულწრფელი სიყვარული იგრძნობოდა პედაგოგ ინგა მეტონიძის გაკვეთილზე. 

პატარებმა აქტივობის ფარგლებში, თითოეული ასო-ბგერა რუდუნებით მოხაზეს, შემოქმედებითად გააფორმეს და გამოფენაც მოაწყვეს. შეფასებისთვის, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორს მიმართეს და მას თვალებგაფართოებულნი, გულის ფანცქალით შესცქეროდნენ. 

მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს აცნობდნენ და აწონებდნენ დირექტორ ნინო ვარდოსანიძეს, რომელმაც კომენტარები არ დაიშურა და საბოლოო შეფასებისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი სიგელებით დააჯილდოვა ქართული ენის პატარა ქომაგები. 

„ემოციას ემოცია დაემატა და არემარე პატარების ჟრიამულმა მოიცვა, როდესაც მათთან ჟირაფი გამოჩნდა, სწორედ ამ დროს დღესასწაულს პარალელი კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და ყველამ ერთად, ერთგუნდად, ერთხმად შეგვახსენეს ქართველთ ქართველობა...“, - ასე შეაფასეს სკოლაში ღონისძიება, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება