სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები შშმ პირთა სათემო სახლს ღონისძიებით ეწვივნენ
10-04-2024
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე პროფესიონლ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა ხორციელდება. 9 აპრილს VIIა კლასის მოსწავლეები შშმ პირთა სათემო სახლს - „იცხოვრე ჩვენთან“, ეწვივნენ. მოსწავლეები ბენეფიციარების წინაშე შემოქმედებითი ნომრებით წარდგნენ და რამდენიმე აქტივობა მათთან ერთად შეასრულეს. 

მათ მხატვრული კითხვით, მუსიკალური ნომრების შესრულებითა და ნახატების შექმნით ბენეფიციარებს ეს დღე გაულამაზეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები და შშმ პირები ერთმანეთს სიკეთითა და მადლიერებით სავსე თვალებით დაემშვიდობნენ.

მეშვიდეკლასელები გასვლით აქტივობაში კლასის დამრიგებლის - მერი სართანიასა და მუსიკის მასწავლებლის - რუსუდან აბაშიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„მადლობას ვუხდით შშმ პირთა სათემო სახლის - „იცხოვრე ჩვენთან“ ხელმძღვანელსა და პერსონალს გულთბილი მიღებისთვის, მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის! სიკეთე და მადლიერება ანათებს და ათბობს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება