სიახლეები
სკოლები

საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი დარჩელის N1 საჯარო სკოლაში
05-04-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითა თუ ღონისძიებებითაა დატვირთული.

მათ შორის, ახლახან, სკოლაში საჭადრაკო ტურნირი, სამ ასაკობრივ კატეგორიაში, გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო. დაწყებით საფეხურზე გამარჯვება მე-6 კლასის მოსწავლე საბა ხასაიამ მოიპოვა, საბაზო საფეხურზე რატი თათარიშვილმა გაიმარჯვა, ხოლო საშუალო საფეხურზე პირველი ადგილი საბა ბიგვავას ერგო. აღნიშნული საჭადრაკო ტურნირის ინიციატორები მათემატიკის მასწავლებელი - მარინე ქადარია და დაწყებითი კლასის მასწავლებელი - ნანა კეზუა იყვნენ. 

გარდა ამისა, სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება. 

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ π რიხვის დღეს მათემატიკის კათედრამ და მისმა ხელმძღვანელმა, მათემატიკის მასწავლებელმა - მარინე ქადარიამ თემატური აქტივობები მიუძღვნეს. მე-11 კლასის მოსწავლეებმა თომა ჯგუნჯგიამ და საბა ბიგვავამ ისაუბრეს π რიცხვის დღის დაწესების ისტორიაზე. ღონისძიებაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით შექმნილი სკოლის მაკეტი, კაბები და ქუდები წარადგინეს. მათემატიკისა და ფიზიკის კავშირზე კი მე-10 კლასის მოსწავლე ბაგრატ რევიამ ისაუბრა. ასევე, მე-8 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ყოლბაიამ, მათე ღულათავამ, საბა ხუბულავამ, ლიზი დარსანიამ და თამარ ელიავამ გეომეტრიული ამოცანები ამოხსნეს და დაამტკიცეს თეორემები. მე-9 კლასის მოსწავლეებმა ელისაბედ შველიძემ და ბარბარე შველიძემ გეოგრაფიისა და მათემატიკის კავშირზე ისაუბრეს. კოსმოსზე, გალაქტიკაზე მე-6 კლასის მოსწავლე საბა ხასაიამ საინტერესოდ ისაუბრა. მათემატიკურ დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა შექმნილი მაკეტები, პოსტერები, კომპლექსური დავალებები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში დაწყებით და საბაზო საფეხურზე სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფმა წაკითხულის გააზრების კვლევის პირველი ეტაპი დაამთავრა. საუკეთესო შედეგი დაწყებითი საფეხურის შემდეგ მოსწავლეებს ჰქონდათ: მარიამ ახალაიას, ელენე მაქაცარიას, ეთუნა ქორთუას, გიორგი გაბუნიას, საბა ხასაიას, მარიამ ასათიანს, გიორგი კარბაიას, ევა მაქაცარიას, ცოტნე აბსანძეს, მათე მებონიასა და საბა ქობალიას.

რაც შეეხება საბაზო საფეხურს, საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ელენე ბულიამ, ანასტასია ანასტასოვამ, დიმიტრი კვარაცხელიამ, ნატა აკობიამ, ანანო კოდუამ, თიკა გვილავამ, თაკო თოლორაიამ, საბა ხუბულავამ, მაგდა გამსახურდიამ, თიკო ჯგუნჯგიამ, ანანო ჭითანავამ, ელისაბედ შველიძემ, ბარბარე შველიძემ, სესილი ქორთუშვილმა და მარიამ ბიგვავამ. სკოლაში იმედოვნებენ, რომ წარჩინებულთა რიცხვი შემდგომი კვლევის ჩატარებისას გაიზრდება.

დარჩელის N1 საჯარო სკოლაში უფროსკლასელები დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ. ამის დასტურია ისიც, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ია ბერაიას ხელმძღვანელობით, დაწერეს სცენარი, შეკერეს თოჯინები, შეარჩიეს მუსიკები და სულხან-საბას იგავ-არაკები დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წარუდგინეს. ყოველი იგავ-არაკის შემდეგ მოსწავლეები დასმულ შეკითხვებს აღფრთოვანებულნი პასუხობდნენ.

ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან. ამის დასტურია ისიც, რომ მე-10 კლასის მოსწავლეები - ქეთევან ბიგვავა და ნატა სიჭინავა ასოციაცია „ათინათის“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში, ბორჯომში გამართულ ბანაკში - „მედიაწიგნიერების სკოლა“ მონაწილეობდნენ. 

„იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ მოსწავლეთა აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღეები, დღეები, როდესაც ჩვენ გავიცანით საინტერესო ადამიანები, შევიძინეთ მეგობრები, ვისწავლეთ ბევრი რამ, რაც გვინდა ჩვენს მეგობრებს, ჩვენი სასკოლო კლუბის წარმომადგენლებს გავუზიაროთ“,- ამბობდნენ ქეთევან ბიგვავა და ნატა სიჭინავა.

სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მათ შორის, დაინტერესებულები არიან ლიტერატურით. ახლახან კი სკოლაში ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი ლიტერატურული საღამო გაიმართა. სასკოლო საზოგადოების წევრებმა ევროპელ მწერლებსა და მათ შემოქმედებაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა ამონარიდები გოეთეს, ბაირონის, შექსპირის, დანტეს შემოქმედებიდან წაიკითხეს. გარდა ამისა, მათ შექსპირის სონეტები მოისმინეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სკოლის დირექციისა და პედაგოგების საყურადღებოდ - სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

საჭიროა დოქტორის ხარისხი ან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება - განაცხადის წარსადგენად 5 დღე გაქვთ

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მასწავლებელთა ხელფასი, დანამატი და მოსწავლის ვაუჩერის ოდენობა

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასებზე 10 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება