სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შემეცნებით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის, მედალი და დიპლომი გადაეცათ
03-04-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. 

სწორედ ამ თავდადების, პროფესიისა და ბავშვების უსაზღვრო სიყვარული შედეგია, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან და მიღებული ცოდნას სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში ჩართვით იღრმავებენ.

აღსანიშნავია, რომ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ინტელექტუალურ კონკურსებში და ამის დასტურია „კინგსის“ ოლიმპიადაზე ორი მოსწავლის - ნიკოლოზ მეჭურჭლიშვილისა და თენგიზ ჩულაშვილის წარმატებაც.

„კინგსის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს მედლით და დიპლომით დაჯილდოვდნენ წნორის N1 საჯარო სკოლის მე-3 „ა“ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მეჭურჭლიშვილი და მე-8-„ა“ კლასის მოსწავლე თენგიზ ჩულაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წნორის N1 საჯარო სკოლა ულოცავს ბავშვებს და თითოეულ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება