სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა საბავშვო წიგნების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
03-04-2024
-
+


2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეც, რომელიც ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

ღონისძიებაში, რომელსაც „წიგნი ჩვენი მეგობარია“ უწოდეს, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც წაიკითხეს ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან;

თანატოლებს არაერთი საინტერესო ამბავი უამბეს ბავშვთა მწერლების ცხოვრებიდან, ესაუბრნენ წიგნის გმირებზე, რომლებიც მეგზურობას უწევენ, ემეგობრებიან და მათთან ერთად, ბავშვები უფრო კეთილები, ტოლერანტულები და მეგობრულები ხდებიან.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ჩართულები იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ამაყები შესცქეროდნენ სასკოლო საზოგადოების უმცროს წევრებს და ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდათ, რადგან განათლებისა და დიდი მიზნებისკენ მთავარი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხომ წიგნი ძალიან უყვართ - ის მათი მეგობარია.









კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება