სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი ღონისძიებებით გალამაზებული სასწავლო პროცესი იყალთოს საჯარო სკოლაში და ფეხბურთელ გოგონათა გუნდის წარმატება რეგიონულ ტურნირზე
03-04-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის, იყალთოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას და ამ მიმართულებით, ნაყოფიერი, მრავლისმომცველი გაკვეთილების პარალელურად, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, ისეთ აქტივობებს სთავაზობენ, რომ სასკოლო ცხოვრება ადგილობრივი მოსწავლეებისთვის საინტერესოც იყოს და სკოლაში სიარული დიდ სიხარულსაც ანიჭებდეთ.

ამის დასტურია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც იყალთოს საჯარო სკოლაში ჩატარდა და ის წარმატებებიც, რომელთაც მოსწავლეებმა არაერთ შეჯიბრში მიაღწიეს.

ახლა სწორედ მათ შესახებ გიამბობთ:

იყალთოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და ფიზიკურ აღზრდას - ამის შედეგია, რომ სკოლის  ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა საქართველოს ბავშვთა  და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულ სპორტულ ოლიმპიადაზე (კახეთის რეგიონული თამაშები) და დაიკავა მე-2 ადგილი. 

1-ელ აპრილს კი სიცილის დღე აღნიშნეს IV , V, VI  კლასების  მოსწავლეებმა; მათ სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნების გაკვეთილებზე - შეასრულეს ნახატები „მხიარული ღიმილაკები“ ( მასწავლებელი ნ. ლაჩაშვილი).

სხვათა შორის, არც საბავშვო წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე დარჩენიათ ყურადღების მიღმა და სკოლის ბიბლიოთეკაში მე-3, მე-4 კლასების  მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. მესამეკლასელები  გაეცნენ ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას; წაიკითხეს ნაწყვეტი ასტრიდ ლინდგრენის  წიგნიდან „პეპი გრძელწინდა“...

პატარებს ძალიან მოეწონათ ეპიზოდი, სადაც პეპიმ მეგობრებს დაბადების დღის მოსაწვევი გაუგზავნა და  სურვილი გამოთქვეს, თავდაც დაემზადებინათ ასეთი ბარათები. მესამეკლასელებმა, ხელნაკეთი მოსწავევები საფოსტო ყუთში მოათავსეს.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ცნობილი შვედი მეზღაპრის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. წაიკითხეს ნაწყვეტები მისივე ნაწარმოებიდან „სახურავის ბინადარი კარლსონი“, უყურეს ამავე ზღაპრის მიხედვით შექმნილ მულტიპლიკაციურ ფილმს, გამართეს დისკუსია და მოაწყვეს ნახატების გამოფენა მათთვის საინტერესო ეპიზოდების მიხედვით.



იხილეთ ფოტო და ვიდეო:








კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება