| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, არაგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, თუმცა იმავდროულად, სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში, მათ შორის მუნიციპალურ ტურნირებში წარმატებით მონაწილეობენ და ამის დასტურია კრივის მუნიციპალური პირველობა.
შეჯიბრი მარტის ბოლოს, ახალქალაქში ჩატარდა, სადაც წარმატებით იასპარეზეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: მე-7 კლასის მოსწავლე გოჰარ აბდოიანი, მე-4 კლასის მოსწავლეები: გარიკ დავითიანი, არტიომ უნანიანი; მე-2 ადგილი დაიკავა მეხუთეკლასელმა ვარდან უნანიანმა, მესამე ადგილი კი მიენიჭა მეოთხეკლასელ სერგეი ქურდოღლიანს.
„სკოლის დირექცია სიამაყით ულოცავს მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს მანუკ დავთიანს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს მომავალში კიდევ მეტ წარმატებას“- ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა