სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ემოციური ღონისძიება, რომელიც მეწამული ფერის ვარდებმა და ხელნაკეთმა ბარათებმა სიყვარულისფრად ააციმციმა
02-04-2024
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

სკოლაა ადგილი, სადაც ბავშვები ერთმანეთის პატივისცემას, ასევე მშობლებისა და მასწავლებლების ამაგის დაფასებას სწავლობენ; ამიტომ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება.

საოცრად ემოციური გახლდათ მე-4 კლასელების მიერ მოწყობილი ღონისძიებაც... რომელიც პედაგოგის - თეა დარასელიას უშუალო ჩართულობით განხორციელდა და თითოეული მშობლის გულში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

თეა მასწავლებლის საყვარელმა მეოთხეკლასელებმა დედიკოებს საოცარი სითბო გაუზიარეს, საკუთარი ხელით დაამზადეს ბარათები და მეწამული ფერის ვარდებთან ერთად, საზეიმოდ გადასცეს.

„უღრმესი მადლობა თეა დარასელიას, უჩვეულო აქტივობისთვის... მადლობა განსაკუთრებულო მასწავლებელო! ბედნიერ დედობას და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ“, - ეს სიტყვები ისმოდა სკოლის კედლებში, თუმცა ისინი ვერაოსდეს გადმოსცემს იმ ემოციებსა და დიდ სიყვარულს, რომელიც ღონისძიების თითოეული მონაწილის გულში გიზგიზებდა.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება