სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაობა, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს - ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მზიანი ღონისძიება“ მოაწყვეს
28-03-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.

სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც კიდევ ერთი გზავნილი გახლდათ - რომ მეგობრებმა ქრომოსომები კი არ უნდა ითვალონ, არამედ თესონ სიკეთე და სიყვარული. 

ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის კედლები სხვადასხვა თემატური პოსტერებით მორთეს, ფერადი წინდებით სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ, შეახსენეს ყველას, რომ მათი თაობა ამსხვრევს სტერეოტიპებს.

იმ დღეს სკოლაში მზე განსაკუთრებულად ანათებდა - ჰაერში მეგობრობის საოცარი სურნელი ტრიალებდა, რომელსაც ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მოწყობილი დღე-სასწაული სიყვარულით, ტოლერანტობითა და ემპათიით „ატკბობდა“.

პროექტის მიზანი კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება