სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N128 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პასუხი ოკუპაციას - ისტორიის პედაგოგებმა ბავშვები წარსულში „ამოგზაურეს“
26-03-2024
-
+


თბილისის N128 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ამისთვის მნიშვნელოვანია ბავშვების საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი საზრდო, რომელიც მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებაში ეხმარება.

აქედან გამომდინარე, თბილისის N128 საჯარო სკოლა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან, მათ შორის მუზეუმებთანაც.

სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის N128 საჯარო სკოლის IX, X, XI კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ხელოვნების სასახლეს-კულტურის ისტორიის მუზეუმს ისტორიის პედაგოგების: ნინო ჩხიკვაძისა და თამარ გაგუას ხელმძღვანელობით.

„ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამაში „პასუხი ოკუპაციას“. შეხვედრის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვები არ იყვნენ ლექციის პასიური მსმენელები. ისინი სვამდნენ საინტერესო კითხვებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმოგზაურეს რუკების ჯადოსნურ სამყაროში, ნახეს უნიკალური გამოცემები და მოისმინეს საქართველოს საზღვრების ისტორია, ნახეს შემეცნებითი ფილმი საქართველოს საზღვრების ისტორიის შესახებ. საინტერესო აღმოჩნდა ამ ღონისძიების პრაქტიკული ნაწილიც. მოსწავლეებმა შეადგინეს სქემები და საკუთარი ხელით შექმნეს რუკები, მარტივი ლოგიკით გაშიფრეს გეოგრაფიული გამოცანები.

პროგრამა დაეხმარა მოსწავლეებს მეტი სიცხადით დაენახათ ოკუპაციის მძიმე შედეგები, სკოლაში დაბრუნებულებს მოეწყოთ დისკუსია, თუ როგორ და რა გზით უნდა მოხერხდეს ამ პროცესის შეჩერება. ვფიქრობთ, მუზეუმში ნანახი და განცდილი დაეხმარება ახალ თაობას მომავალში საქმითა და ცოდნით ღირსეული პასუხი გასცენ ოკუპაციას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება