სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
26-03-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.

მე-7 კლასის მოსწავლეები სლოგანის - „ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები“ გარშემო გაერთიანდნენ და დამრიგებლის - თამილა დუმბაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. 

მათ თემატური პოსტერები - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ შექმნეს, ერთმანეთს გაუზიარეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ მოძიებული ინფორმაციები და თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

„დაუნის სინდრომის მქონე პირებმა თავად უნდა მიიტანონ თავიანთი სათქმელი ადამიანებამდე, მათი ხმა უნდა ისმოდეს საზოგადოებაში - ჩვენ შევეცადეთ ჩვენი სათქმელი ასეთი აქტივობით გამოგვეხატა და აგვემაღლებია ცნობიერება. ჩვენი ვალია მივიტანოთ ერთმანეთთან სათქმელი „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება