| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღის აღსანიშნავად, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მარინა ჩიქობავა) ჩაატარეს პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ერის ბურჯი“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წაიკითხეს სხვადასხვა თემაზე შექმნილი მოთხრობები.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები ივნისში იმყოფებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, რაც მუშაობის პროცესში გამოადგათ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები შემდეგ საკითხებზე - „ქართული სიწმინდე - იაკობ გოგებაშვილი“, „ენის, სიბრძნის, სიყვარულის, ქართული სიტყვის ძალა“, „მეგზური პატარების დიდი მომავლისკენ!“, „იაკობი და დედაენა“, „ჩვენ და იაკობი“.
გაკვეთილი საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა